თეგებით ძიება

რა უნდა იცოდეთ 3-წლიანი ბაკალავრიატის შესახებ - საინტერესო ინფორმაცია

 ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული უნივერსიტეტების ნაწილი 3 წლიან საბაკალავრო პროგრამებს იწყებს კონკრეტული მიმართულებებით. საზოგადოებაში აზრები ორად გაიყო: ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კურსების 4-დან 3 წლამდე შემცირება უარყოფითად აისახება სტუდენტთა განათლებაზე, მეორე ნაწილი კი ახალ მოდელს უფრო პროგრესეულად მიიჩნევს. დღეისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობაში საბაკლავრო კურსების დიდი ნაწილი 3 წლიანია (გამონაკლისია რამდენიმე მიმართულება, მაგ. სამედიცინო 5 წელი და სხვა.)

 3 წლიანი ბაკალავრიატი 180 სასწავლო კრედიტს (ECTS) მოიცავს. ამჟამად საქართველოში უკვე 20 წელზე მეტია, 4 წლიანი 240 კრედიტიანი პროგრამები მოქმედებს. იქამდე კი საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი 5 წლიანი სპეციალისტის ხარისხი გაიცემოდა, რომელსაც 3 წლიანი ასპირანტურა  მოჰყვებოდა. დღევანდელ რეალობაში მათ ვინც 2000-იან წლებამდე დაასრულეს უნივერსიტეტის სრული 5 წლიანი კურსი, მაგისტრის კვალიფიკაცია ეძლევათ (მაგ. მასწავლებლები სკოლაში, ასპირანტები კი დოქტორებად ითვლებიან). 4 წლიანი ანუ 8 სემესტრიანი სასწავლო პერიოდიდან, პირველი 2 სემესტრი ზოგადი მოდული მოქმედებს. ახალი 3 წლიანი 6 სემესტრიანი მოდელით კი ეს შეიძლება შეიცვალოს და მეტი პროფესიული საგნებით  დატვირთვა მოხდეს.

 ზოგადად, განათლების სისტემა მიჰყვება ბოლონიის პროცესიას. საქართველო ამ სივრცეს მეზობლებთან ერთად 2005 წელს შეუერთდა. ბოლონიის პროცესია 1999 წელს შეიქმნა და მასზე თავდაპირველად ხელი 29 ევროპულმა ქვეყანამ მოაწერა, შეთანხმების მიზანი ერთიანი ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის არქიტექტურის ჰარმონიზაცია იყო. დღეს ის უკვე 49 წევრს ითვლის. ბოლონიის შეთანხმება ადგენს ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოს, რომლის მიხედვითად უმაღლესი განათლება სამი საფეხუსრისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. წელიწადში სტუდენტმა მინიმუმ 60 კრედიტი უნდა გაიაროს, რაც უდრის 1500-1800 სასწავლო საათს. აქედან გამომდინარე ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილში დღეს ფორმულა 3+2+3 ფორმულა გამოიყენება. ქვეყნები, რომლებიც აღნიშნულ მოდელზე გადავიდნენ პოზიტიური ტენდენციებით ხასიათდებიან საერთაშორისო საგანმანათლებლო რეიტინგების თვალსაზრისით.

 შეიძლება ითქვას, რომ რეფორმა ევროპულ სტანდარტებში ჯდება და სწორი ორგანიზებით ის უარყოფითად ნამდვილად არ აისახება სტუდენტების განათლებაზე. ექსპერტების ნაწილი მეტ ყურადღებას სკოლებისკენ ითხოვს, სადაც საშუალო განათლების საფეხურზე სერიოზული გამოწვევებია. აღსაღნიშნავია ისიც, რომ საშუალო განათლების საფეხურზე (ჩვეულებრივ მოიხსენიება გიმნაზიებათ და ლიცეუმებად, რომლებიც მიმართულებებადაა დაყოფილი მაგ. ჰუმანიტარული) მიღწეული შედეგები განსაზღვრას სტუდენტების მოხვედრას უნივერსიტეტებში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა