თეგებით ძიება

სასამართლო დარბაზში, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ჩვენი კოლეგა, ადვოკატი გარდაიცვალა - დავით ასათიანი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა:

"ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიშვილი.

ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას. 

ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი," - წერს დავით ასათიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა