ბაქომ ვიზიტი გააუქმა - ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანში აღარ ჩავა
ბაქოს გადაწყვეტილების გამო, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია სომხურ გამოცემა Radar Armenia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ოფიციალური ბაქოს მხრიდან ვიზიტის გაუქმების მიზეზი უცნობია.
მანამდე გავეცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანსა და ბაქოში მარტში უნდა ჩასულიყო.