თეგებით ძიება

გული მიგრძნობს, რომ თალაკვაძეს ვიხილავთ ჯანდაცვის მინისტრად - ალეკო ელისაშვილი (ვიდეო)

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“ ჯანდაცის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე და მის სავარაუდო შემცვლელზე ისაუბრა:

აზარაშვილი ღარიბაშვილის კადრი იყო და გული მიგრძნობს, რომ თალაკვაძეს ვიხილავთ ჯანდაცვის მინისტრად. ჩემი აზრით, თალაკვაძე არ იქნება ცუდი მინისტრი. იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ როდესაც ის იყო სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე და მე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ჩვენ რამდენიმე თვე შეწყალების კომისიის დებულებაზე ერთად ვიმუშავეთ და ყოველთვის მოდიოდა ძალიან მომზადებული და ძალიან სწორი პოზიციით - აღნიშნა ელისაშვილმა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა