სულ სამი პარტია ვართ, „ქოცები“ „ნაცები“ და ჩვენ - იაგო ხვიჩია
პოლიტიკურ ასპარეზზე ახლა „ქართული ოცნება", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ, „გირჩი" ვართ,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ვისაც თვალი აქვს ხედავენ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ახლა „ქართული ოცნება", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ, „გირჩი" ვართ. სხვა დანარჩენი პარტიები არიან ან „ოცნებასთან", ან ენმ-თან ახლოს. „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებზე 7 პარტიით გადის. გვარამიას და მელიას არ უთქვამთ, ერთად ვართო, ამიტომ ცალ-ცალკე დავთვალეთ. „ოცნება" მათზე იძახის, რომ ესენი ყველანი „ნაცები“ არიანო. „„ოცნება" ხშირად ტყუილს ამბობს, მაგრამ არის თემები, სადაც ისინი მართლები არიან", - ამბობს ხვიჩია.