თეგებით ძიება
01. 03. 2024 მსოფლიო

ამერიკელმა კაცმა ერთი თვის შემდეგ გაიგო, რომ ლატარიაში 8 მილიონი მოიგო

აშშ-ის ორეგონის შტატში მცხოვრებმა 68 წლის დევიდ შულცემ 24 იანვარს Oregon's Game Megabucks-ის ლატარიის ბილეთი იყიდა, 8.4 მილიონი დოლარი მოიგო და დაივიწყა. ამის შესახებ ინფორმაციას UPI ავრცელებს.

დევიდმა აღიარა, რომ ლატარიას ხშირად არ თამაშობს, მაგრამ ამჯერად სწრაფად მზარდი ჯეკპოტის გამო  გათამაშებაში მონაწილეობა გადაწყვიტა.

იღბლიან ამერიკელს ლატარიის ბილეთი მალევე მიავიწყდა და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გაახსენდა. დევიდი გაოგნებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ 8 მილიონზე მეტის მფლობელი გახდა. 

ახალბედა მილონერმა ჯერ არ იცის, ფულს რაში დახარჯავს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა