თეგებით ძიება
01. 03. 2024 მსოფლიო

უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 18 მილიონი დოლარის გამოყოფაზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისათვის იარაღის შესაძენად 18 მილიონი დოლარის გამოყოფაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პიტერ სიიარტოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარების მომხრეა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ეს 18 მილიონი დოლარი ჩადში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ჩადში ოფიცრების მოსამზადებლად ახალი სასწავლო დაწესებულების შესაქმნელად და ჩადის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა