კახეთში 13 წლის გოგოს ეძებენ - ოჯახის თქმით, არასრუწლოვანი თანასოფლელმა, 16 წლის ბიჭმა მოიტაცა
კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგო 16 წლის ბიჭს ცოლად გაჰყვა.
არასრულწლოვნები რამდენიმე დღეა გაუჩინარდნენ, ჯერჯერობით მათ კვალს ვერ მიაკვლიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.