ჯანდაცვის სამინისტრო არის ხელისუფლების ფიასკო, დაე, დაჭამონ ერთმანეთი - ანა დოლიძე
დაე, დაჭამონ ერთმანეთი ბოლომდე იმიტომ, რომ ამ დაპირისპირებებს ჩვენი ხალხის ინტერესებთან, შეღავათიან ჯანდაცვასთან, შეღავათიან ფასებთან, ხარისხიან განათლებასთან, უსაფრთხო გზებთან არაფერი საერთო არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ზურაბ აზარაშვილის მიერ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას.
ანა დოლიძის თქმით, სინამდვილეში, აზარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება ხელისუფლების წევრებს შორის კინკლაობის ეპიზოდია.
„ვერ იყოფენ ტენდერებს, ქრთამებს და სიმდიდრეს. შესაბამისად, დაე, დაჭამონ ერთმანეთი ბოლომდე იმიტომ, რომ ქართველი ხალხისთვის, ამას რაც ხდება, არავითარი მნიშვნელობა და შედეგი არ ექნება. ერთი ჩვეულებრივი კინკლაობის ეპიზოდია, რომელიც ეხება ძალაუფლების, სკამების, ფულის, ქათმების და ტენდერების გადანაწილებას. საბოლოო ჯამში, ქართველო ხალხის ცხოვრებაზე და კეთილდღეობაზე ეს არ არაფრით აისახება, ამიტომ, ვწუხვარ, რომ კიდევ რამდენიმე თვე, 26 ოქტომბერსვე მოგვიწევს ამ უმსგავსობის ყურება. ჯანდაცვის სამინისტრო არის ამ ხელისუფლების ერთი დიდი ფიასკო. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არის ადამიანის უფლება. „ქართულმა ოცნებამ" 2013 წელი, ამ მხრივ, ნორმალურად დაიწყო, შემოიღო ყველასთვის ჯანდაცვა, მაგრამ დღეს, ეს არის ერთი ჭაობის და კორუფციის წყარო. ასეთი იყო ზურაბ აზარაშვილამდე და ასეთი იქნება აზარაშვილის შემდეგ. არავითარი სისტემური ცვლილება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, უბრალოდ, არ იქნება", - განაცხადა ანა დოლიძემ.