მეოთხე დღეა კახეთში არასრულწლოვნებს ეძებენ - ოჯახის თქმით, 13 წლის გოგო 16 წლის ბიჭმა მოიტაცა
უკვე მეოთხე დღეა სოფელ იორმუღანლოში 13 წლის გოგოს ეძებენ. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა 27 თებერვლის ღამეს, ეზოდან მოიტაცა და მის დაბრუნებას ითხოვენ.
ბიჭის ახლობლები კი ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვანი გოგო მათ ვაჟზე შეყვარებული იყო და ცოლად საკუთარი სურვილით გაჰყვა.
გაუჩინარებული მოზარდები პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია.