თეგებით ძიება

მატრონა მოსკოველის ხატი სამებაში აღარ დაბრუნდება

 მატრონა მოსკოველის ხატი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია სამებაში აღარ დაბრუნდება-ამის შესახებ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას ამბობს. 

 შეგახსენებთ, რომ ხატზე რუს წმინდანთან ერთად საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული. საზოგადოების ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქციის შემდეგ, ხატი სამების საკატედრო ტაძრიდან 17 იანვარს გაიტანეს. დაგეგმილი იყო ხატიდან სტალინისა და მატრონას შეხვედრის სცენის ამოღება და კვლავ დაბრუნება სამებაში, თუმცა როგორც ირკვევა შესწორებული ვერსიის დაბრუნება აღარ მოხდება. ჯერ-კერობით უცნობია რომელ ტაძარში მიიტანენ ხატს. აღსაღნიშნავია ისიც, რომ ხატისთვის საღებავის შესხმისთვის 5 დღიანი პატიმრობა მოიხადა აქტივისტმა ნატა ფერაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა