თეგებით ძიება
02. 03. 2024 მსოფლიო

რუსეთში გვარი ნავალნი „ექსტრემისტულ სიმბოლიკას“ გაუთანაბრეს

უფლებადამცველთა პროექტი "Первый отдел"-ის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის გვარი რუსეთში 

ექსტრემისტულ სიმბოლიკად გამოცხადდა. გადაწყვეტილება რუსეთის ოთხი რეგიონის სასამართლოებმა მიიღეს.

აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის 2 მონაწილის წინააღმდეგ გამოცემულ დადგენილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ - ჩელიაბინსკში, კრასნოდარსა და მურმანსკში. მანამდე, ნავალნის გვარის ხსენებისთვის აქციის მონაწილე დასაჯეს ულიანოვსკშიც.

4 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმის გამო მიესაჯათ, რომ პლაკატებზე ეწერათ გვარი ნავალნი. სასამართლოს დადგენილებებში მითითებულია, რომ "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა, ხოლო გვარი ნავალნი - "ატრიბუტიკად და სიმბოლიკად" სახელდება.

"Первый отдел წერს, რომ "სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილებით არ იკრძალება და ვერც აიკრძალება გვარი ნავალნი." თუმცა, იმის გამო, რომ ოთხი სასამართლო გეოგრაფიულად ვრცელ არეალს მოიცავს, უფლებადამცველები ნავალნის გვარის გამო ადამიანების დასჯას უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკად თვლიან და არა ცალკეულ შემთხვევებად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა