თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს - მეუფე სტეფანე

არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მედიასთან განაცხადა.

„მე უკვე მოვიხადე ბოდიში იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა. მივიჩნევ, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი დიდი შეცდომა არ მომსვლია ამ საკითხებში. რაც შეეხება ამ განცხადებებს, ორი მხრიდან რომ შევხედოთ: როგორც ეკლესიისადმი და როგორც ქვეყნისადმი დამოკიდებულება. ქვეყნისადმი მისი დამოკიდებულება არის უგულებელყოფა კონსტიტუციისა და იმ წესების, რომლითაც ის შემოვიდა საქართველოს ცხოვრებაში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, ახლა მისდამი დამოკიდებულება, როგორც ე.წ. პრეზიდენტისადმი ალბათ გამართლებულია, იმდენად არის ის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. დაკვეთა, რომლითაც ის მოქმედებს, არ არის გამოწვეული ქართველი ხალხისადმი პატივისცემით და ქართველი ხალხის დაკვეთა არაა. ის ასრულებს დაკვეთას - არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ ეს არ გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან.

ახლა რაც შეეხება ეკლესიის მიმართ მის დამოკიდებულებას: გასაგებია, ბევრი გვინახავს, როდესაც სჭირდებათ ეკლესია, ცდილობენ, მაქსიმალურად ლოიალურებად გამოიყურებოდნენ. ხან წმინდა ნინოს გზაზე დადიან, ხან სანთლებით დგანან ეკლესიაში, ხან პატრიარქის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ და აქაც ალბათ ასეთი სიტუაციაა. ჯერ ერთი, ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს ჩვენი პატრიარქის მომავალს? უფლის ხელშია ეს და არა სალომეს ან მისი პატრონების ხელში. რამდენ ხანსაც იცოცხლებს ჩვენი პატრიარქი, ის ჩვენი პატრიარქი იქნება ბოლომდე. ჩვენ მისი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის ყოველთვის ვილოცებთ. ჩვენ მის ცხოვრებას ილია მეორის ეპოქად აღვიქვამთ და ძალიან ბევრია საქართველოში ასეთი ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ ილია მეორემ თავისი ცხოვრება ისე განვლო, რომ შეგვიძლია მისი მოღვაწეობის პერიოდს ვუწოდოთ ილია მეორის ეპოქა. ეს არის არა ორი-სამი ადამიანის შეფასება, არამედ საყოველთაო შეფასება. ეროვნული ცნობიერება ასე ხედავს ამას. სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება მისი პრობლემაა. უბრალოდ მან ვერ დაინახა ის, რაც მთავარია და უყურებს ისე, როგორც მას უბრძანებენ“, - აღნიშნა მეუფემ.

სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა