თეგებით ძიება

„ხატი სამებაშია. დასაბრუნებელი მას არაფერი არ სჭირს“ - ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი მატრონას ხატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„სპეკულაციების სერია წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, გრძელდება. "რადიო თავისუფლება" ავრცელებს სიცრუეს, რომ თითქოსდა ხატი სამების ტაძარში აღარაა და აღარ დაბრუნდება. სიმართლე ისაა, რომ წმინდა მატრონას ხატი სამების ერთ- ერთ სივრცეშია დაბრძანებული. საპატრიარქოს კომისია შეიკრიბება და იმსჯელებს შვიდმეტი ეპიზოდიდან ერთი ეპიზოდის თაობაზე. ჯერ კომისია არ შეკრებილა. დავაზუსტე შესაბამის სამღვდელო პირებთან და  "რადიო თავისუფლებისთვის" არავის უთქვამს, რომ თითქოსდა ხატს აღარ დააბრუნებენ სამებაში. 

ხატი სამების სივრცეშია. დასაბრუნებელი მას არაფერი არ სჭირს. სამებაშია და სად უნდა დააბრუნონ?! 

შეგახსენებთ ლიბერასტების არაერთ ტყუილს წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით:

1. ტყუილი, თითქოს ხატი სტალინისაა და არა მატრონასი. 

2. ტყუილი, თითქოს ხატს ეწოდება "მატრონა ლოცავს სტალინს".

3. ტყუილი, თითქოს ხატი სტალინის განდიდებას ემსახურება.

4. ტყუილი, თითქოს ხატი რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია.

5. ტყუილი, თითქოს ხატი რუსეთში დაიწერა და ჩამოაბრძანეს საქართველოში. 

6. ახალი ტყუილი, თითქოს ხატი სადღაც სხვაგან წააბრძანეს...

მეგობრებო,  მაინტერესებს თქვენი აზრი, ტყუილის ამ კასკადის მიზანი რა არის?“

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლება“ არქიმანდრიტ იოვანე მჭედილიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია სამებაში აღარ დაბრუნდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა