თეგებით ძიება

როგორია სამუშაო დღის ხანგრძლივობა ევროპის ქვეყნებში?

 ყველასთვის ცნობილია, რომ ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპული სახელმწიფოები, თანამშრომელთა კომფორტისა და ბედნიერების ინდექსით, საერთაშორისო რეიტინგებში ლიდერები არიან. ამ ქვეყნებში კანონით აქვთ გარანტირებული მრავალი ბენეფიტი. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია კვირაში არაუმეტეს 40-საათიან გრაფიკი, იქ ადამიანები ამდენს იშვიათად მუშაობენ. 2022 წლის მონაცემებით, ევროკავშირში დასაქმებულები საშუალოდ ყოველკვირეულად 37 საათს მუშაობენ.

დღეისთვის საქართველოში საოფისე სამსახურების უმეტესობა დილის 10:00 საათზე იწყება. ევროპელები კი დღეს გაცილებით ადრე, საშუალოდ 08:30 საათზე იწყებენ და 16:00 საათზე ასრულებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნახევარ/არასრულ განაკვეთზე (კვირაში 30-35 საათზე ნაკლები) დასაქმებულია დაახლოებით ყოველი მესამე. ნიდერლანდებში ეს ციფრი 40%-საც აღწევს. საფრანგეთში უკვე 20 წელზე მეტია 39 საათიანი გრაფიკი ოფიციალურად შეიცვალა 35 საათით, ანუ კვირაში 5 დღე და დღეში 7 საათი. გამოდის რომ საშუალო სტატისტიკური ევროპელი სამსახურში 7.5 საატს ატარებს, 08:30-დან 16 საათამდე (აშშ-ში კლასიკური ე.წ. "ბიზნეს საათებია" 9-5 სთ.), საიდანაც 30 წუთი ლანჩის შესვენებაა. შესვენება რეგლამენტირებულია და განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მაგალითად ესპანელები შუადღით 2-3 საათიან შესვენებას იღებენ, შემდეგ ბრუნდებიან სამსახურში და საღამოს ასრულებენ. ზოგადად შესვენება 30 წუთიდან 1 საათამდე მერყეობას, როგორც წესი დასაქმებული მას არ იხდის.

ოფიციალურად, ზუსტად რამდენი საათი მუშაობენ ქართველები არ ვიცით, თუმცა ის, რომ 40 საათზე მეტს ეს ერთი შეხედვითაც ცხადია.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა