ნინოწმინდაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა. ოთხი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.