ქობულეთში, სოფელ ზენითში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ქობულეთში, სოფელ ზენითში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
ზენითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, სულხან გიორგაძის თქმით, არავინ დაშავებულა.
"ხის სახლი იყო და მთლიანად დაიწვა. მეპატრონე ამჟამად სხვა სოფელში იმყოფება შვილთან. ამ სახლში მარტო ცხოვრობდა", - სულხან გიორგაძე.