თეგებით ძიება
02. 03. 2024 მსოფლიო

აშშ-მა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრა დაიწყო

აშშ-მა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, 1-ელ მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრას მალევე დაიწყებდე, ვინაიდან “ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში შესვლა საკმარისთან ახლოსაც არაა.”

CNN-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, შაბათს, 2 მარტს, ჰუმანიტარული დახმარება სამი ამერიკული C-130 თვითმფრინავიდან ჩამოიყარა, ჯამში 66 შეკვრა - 22 თითო თვითმფრინავიდან.

წყაროს ინფორმაციით, შეკვრებში მხოლოდ საკვები იყო, მათი არ იყო წყალი ან სამედიცინო საშუალებები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა