თეგებით ძიება

სავარაუდო სექსუალური ძალადობა 5 და 7 წლის ბავშვებზე, შიდა ქართლში 30 წლამდე კაცი დააკავეს

პედოფილიის შესაძლო ფაქტები შიდა ქართლში. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სავარაუდოდ 2 არასრულწლოვანია. 30 წლამდე მამაკაცმა 5  და 7 წლის მცირეწლოვან ბავშვებზე იძალადა და გააუპატიურა. საქმის მასალებში დევს მცირეწლოვანი გოგონების ჩვენება.

მოზარდებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ და პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

არასწრულწლოვნების გაუპატიურების ბრალდებით, ოჯახის ნათესავი, 30 წლამდე მამაკაცია დაკავებული. "მთავარის" ინფორმაციით, კაცმა დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როცა ის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

 გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მას აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

სავარაუდო მოძალადის დედა მძიმე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა