10 წლის ბავშვს ათმა თანაკლასელმა სცემა
მე-5 კლასის მოსწავლე 10-მა თანაკლასელმა ისე სცემა, რომ მოზარდმა ბიჭმა ტვინის შერყევა მიიღო და მას 1 თვის განმავლობაში მკურნალობენ. ქუჩური გარჩევა - ბულინგით და ჩაგვრით - თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში რამდენიმე თვის წინ მოხდა. მოზარდის მშობელი ამტკიცებს, რომ ამ მძიმე ამბავს სკოლის ადმინისტრაცია საგულდაგულოდ მალავდა და ოჯახმა ფაქტის შესახებ შემთხვევით შეიტყო.
სკოლის დირექცია მე-5 კლასელი ბიჭის დედის მძიმე ბრალდებებს უარყოფს. ბულინგის შესახებ ინფორმაცია აქვს განათლების სამინისტროს.