თეგებით ძიება

„იმ სიმ­ძლავ­რით და­არ­ტყა თა­ვის არე­ში, რომ და­ნა გა­და­ტყდა... ამ­გვა­რი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა პრაქ­ტი­კა­ში არ მქო­ნია“ - 22 წლის გოგოს მკვლელობის ახალი დეტალები

28 თე­ბერ­ვალს მომ­ხდარ­მა მკვლე­ლო­ბამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. 22 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი მის სახ­ლთან ახ­ლოს, ორ­მო­ში ხე­ლოს­ნებ­მა იპო­ვეს, რის შემ­დე­გაც მისი ამოც­ნო­ბა მა­მამ შეძ­ლო. რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რო­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძე ამ­ბობს, გო­გო­ნას 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად თა­ვის და ზურ­გის არე­ში.

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­საც წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და. ის მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას ნათ­ლი­ის შვი­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტივს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლე­ბის ნა­თელ-მი­რო­ნია, ახალ­გაზ­რდა ქალს აშან­ტა­ჟებ­და და ფულს სძა­ლავ­და, მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში კი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ვე­ფხვა­ძემ "ტვ პირ­ველს" უთხრა, რომ მსგავ­სი სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი არ ახ­სოვს.

"ამ­გვა­რი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა პრაქ­ტი­კა­ში არ მქო­ნია. ამ­გვა­რი ჭრი­ლო­ბე­ბი, რომ არც ერთი ორ­გა­ნო მთე­ლი არ ჰქონ­და, ჩემს პრაქ­ტი­კა­ში არ ყო­ფი­ლა. ქე­თის ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე 59 ჭრი­ლო­ბაა, სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ად­გი­ლას. და­ნის პირი არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი თავ­ში, ანუ იმ სიმ­ძლავ­რით და­არ­ტყა თა­ვის არე­ში, რომ და­ნის პირი გა­და­ტყდა. ზურ­გის არე­ში ათე­უ­ლო­ბით ჭრი­ლო­ბაა. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან წაქ­ცე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე გა­აგ­რძე­ლა ბრალ­დე­ბულ­მა ჭრი­ლო­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი არ უარ­ყოფს, რომ არის ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი. მან გან­მარ­ტა, რომ შემ­თხვე­ვის დღეს რამ­დე­ნი­მე ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. მო­იხ­მარ­და მათ შო­რის "ამ­ფე­ტა­მინ­საც". თუმ­ცა სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რებ­ში არც ნარ­კო­ტიკ­ზე და არც ფულ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. მათ შო­რის არის მი­მო­წე­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ ეპყრო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვილს. რომ მის გა­რე­შე არა­ვის უნდა და­ე­ლა­პა­რა­კოს, არ უნდა გა­ად­გილ­დეს და მსგავ­სი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მიდ­გო­მე­ბით... არის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ტექ­სტე­ბიც" - ამ­ბობს ლე­ვან ვე­ფხვა­ძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა