თეგებით ძიება

რაც გარდაუვალია, იმაზე ნერვიულობა არ ღირს - გია მურღულის

თუ სირბილში სამყაროს უნდა გაეჯიბრო, ფეხებზე გირებს ნუ მიიმაგრებ - ნერვიულობა მძიმე და უსარგებლო ტვირთია,- ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია  სოციალურ ქსელში წერს. 

„რაც გარდაუვალია, იმაზე ნერვიულობა არ ღირს - თუ წინასწარ ცნობილია, რომ ვერცერთი ძალისხმევით და ვერცერთ შემთხვევაში ვერაფერს გააწყობ, რომელი იმედი უნდა გაგიცრუვდეს? 

იმის გამო ხომ სულ არ ღირს ცუდ ხასიათზე დადგომა, რისი არიდება, შეცვლა თუ გამოსწორებაც შეიძლება - უბრალოდ აირიდე, შეცვალე ან გამოასწორე. 

სიმშვიდე გამარჯვების დიდი წილია - ვისაც საკუთარი თავის არ სწამს და სჯერა, მისთვის ძნელია (ალბათ, შეუძლებელიც) ნებისმიერ საქმეში წარმატების მიღწევა.

კარგად გააკეთე ის, რაც შეგიძლია - ამისთვის სრულად უნდა ფლობდე საკუთარ თავს, რათა მაქსიმალური კონცენტრაციით იმოქმედო.

თუ სირბილში სამყაროს უნდა გაეჯიბრო, ფეხებზე გირებს ნუ მიიმაგრებ - ნერვიულობა მძიმე და უსარგებლო ტვირთია.

დაივიწყე რამეზე შფოთვა და მოთოკე ეჭვი, თუ გსურს, წარუმატებლობამ დაგივიწყოს.

სწორედ მაშინ გამოამჟღავნებ სრულფასოვნად, რაც იცი და შეგიძლია.

მაგალითად - დღეს“,- წერს გია მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა