„სამუდამოდ ჩემთან იქნები...“ - თერჯოლაში დაღუპულ გოგონას მეგობრები ემშვიდობებიან
თერჯოლაში მდინარეში 4 ადამიანი დაიხრჩო.
მათ შორის არიან მამა-შვილი და კიდევ ორი გოგონა.
თერჯოლის მერის ინფორმაციით, ბავშვები ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ელენე შუკაკიძე.
მას მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან.
„შენს თავს ვერავინ ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს... სამუდამოდ ჩემთან იქნები... მუდამ ყოველთვის ჩემი ლამაზო...“, - წერს დაღუპული გოგოს მეგობარი.