დღეს დედის დღეა
3 მარტი დედის დღეა. ეს დღე საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. 3 მარტი დღესასწაულად იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ 1991 წელს გამოაცხადა. „დედის დღეს“ ქალთა საერთაშორისო დღე უნდა ჩაენაცვლებინა, რომელსაც საბჭოთა კავშირში აღნიშნავდნენ. თუმცა, საბოლოოდ საქართველოში დღესასწაულებად გამოცხადდა როგორც :დედის დღე" - 3 მარტი, ისე ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი.