გენდერული იდეოლოგია, რომელიც კაცებს და ქალებს შორის განსხვავებას აქრობს, საშიში ცნებაა - რომის პაპი
„მახინჯი იდეოლოგია“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა რომის პაპი გენდერულ თეორიას და მას კაცობრიობისთვის საშიში უწოდა.
„გენდერული თეორია და გენდერული იდეოლოგია, რომელიც კაცებს და ქალებს შორის განსხვავებას აქრობს, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცნებაა“, - განაცხადა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ვატიკანში მიმდინარე საერთაშორისო ანთროპოლოგიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.