იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ეჭვმიტანილ მამაკაცებს ქურდობის მცდელობას ედავებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველებს ხელბორკილი იმ დროს დაადეს, როცა სხვისი ბინიდან ნივთებს იპარავდნენ. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც დაკეტილი ბინიდან საეჭვო ხმაური გაიგეს.
ქურდობის მცდელობის გარდა დაკავებულებს სხვისი ნივთის დაზიანებას და იარაღის უკანონო ტარებასაც ედავებიან. ეჭვმიტანილები ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან. მათ რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.