თეგებით ძიება

5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით, 30 წლის კაცი დააკავეს

შიდა ქართლში პედოფილიის სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 30 წლის კაცი დააკავეს.

მამაკაცმა 5 და 7 წლის ბავშვებზე იძალადა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მას, აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სავარაუდო მოძალადის დედა მძიმე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

შსს- ს განცხადებით,  გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა