გოგონა, რომლისთვისაც საზოგადოებას დახმარებას ვთხოვდით თვეების წინ, გადაიცვალა - სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
ჟურნალისტი ლაურა აბრამია სოციალურ ქსელში სამხუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
გოგონა რომლისთვისაც საზოგადოებას დახმარებას ვთხოვდით თვეების წინ,(მადლობა "ალიას" თანადგომისთვის) სამწუხაროდ გარდაიცვალა, არ ვიცი, ვინ გულთან მიიტანა მაშინ და ვინ რა გაიღო მისთვის, მაგრამ ყველას მადლობა, ვინც თუნდაც გააზიარა სტატია .პირდაპირი მნიშვნელობით არასწორად დასმული დიაგნოზის და არასწორი მკურნალობის მსხვერპლი, 22 წლის ლიკა ვარდანია. რაც ამ ბავშვს სჭირდა, იმითი ამ ეპოქაში არავინ არ უნდა კვდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფრით ვერ დავაღწიეთ თავი ჯერ კიდევ, ექიმების მხრიდან პროფესიულ გულგრილობას, არაკომპეტენტურობას და ყველაზე უარესს, ფულის გამო პაციენტების წამების პრაქტიკას ! ( გამონაკლისებს არ ვგულისხმობ) ....
არ ეგების ახლა აქ მეტის დაწერა.... უფალო შეიწყალე ლიკუნას სული, გამძლეობა მიეცი დედას, რომელმაც რეანიმაციიდან შვილის უსიცოცხლო ფოტო ჩამიგდო და მკითხა, რა ვქნაო და პასუხად მხოლოდ მოთქმით ვტიროდი ეს დღეები, რა უნდა მეპასუხა სწორედ დედის დღეს წაართვა დედამისს ბედისწერამ ყველაზე ძვირფასი - შვილი - წერს ლაურა აბრამია.