როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც ხიდიდან მდინარეში გადავარდა
ტურისტი ქალი, რომელიც სოფელ ხუცუბანში ხიდიდან მდინარე კინტრიშში გადავარდა, ქობულეთში, "ევექსის" კლინიკაშია გადაყვანილი.
მედიკოსების თქმით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
40 წლამდე ასაკის ქალი ბელორუსის მოქალაქეა.
შეგახსნებთ, შემთხვევა ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში დღეს მოხდა. ტურისტი ქალი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რაც დროსაც მან, სავარაუდოდ, წონასწორობა დაკრგა და მდინარე კინტრიშში გადავრდა.