თეგებით ძიება

ეს პოსტი ცოტნეს დედის დღეზე ათი წლის წინ დაუწერია“ - კონსტანტინე გამსახურდია ძმის ფეისბუქ-პოსტს აქვეყნებს

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ძმის, ცოტნე გამსახურდიას 10 წლის წინანდელ ფეისბუქ-პოსტს აზიარებს.

ეს პოსტი დედის დღეზე ცოტნეს ათი წლის წინ დაუწერია:

“3 მარტი, 2014 წელი. გილოცავთ დედის დღეს, გოგოებო, ქალებო! იხარეთ, იბედნიერეთ თქვენს საყვარელ შვილიკოებთან ერთად.

მე დიდად არ მიყვარს ოფიციალური დღესასწაულები, მაშინაც კი თუ ისინი მამაჩემის დაწესებულია

მინდა აქვე თქვენი ყურადღება ჩვენი ფსიქიკის (ეს კაცებსაც გვეხება) ერთ ფენომენს მივაქციო და მეგობრული რჩევა მოგცეთ: ნუ უყურებთ შვილებს, როგორც "საკუთრებას". ისინი "თქვენები" არ არიან. ის, რომ ესა თუ ის ინდივიდი თქვენი მეშვეობით მოევლინა ამ ქვეყანას, არ გაძლევთ მასზე მონოპოლიურ უფლებას.

ნუ შეზღუდავთ მათ, შეიყვარეთ ისინი და არა - თქვენი ეგოისტური წარმოდგენა მათზე, როგორები უნდა იყვნენ თქვენი გადმოსახედიდან. ვერცერთი მშობელი, რაგინდ პროგრესულად და ფართოდ მოაზროვნე, ვერ შეძლებს მომავალი თაობის ბოლომდე გაგებას. ამაზე დგას სამყაროს წინსვლა...

ხშირად, ცოლქმრული დისონანსი ან უკმაყოფილება-დაუკმაყოფილებლობა ბავშვზე გადადის და ზღუდავს, ბოჭავს მას. ამგვარად მათ ყველა ჯურის არამზადისა და ცხოვრებისეული სირთულეების მსხვერპლად ვაქცევთ ხოლმე. უბრალოდ გიყვარდეთ, მიეცით განვითარების, ინდივიდუალობის საშუალება და მიიღეთ ისინი მათი თავისებურებით. ნუ დავემონებით ამ წუთიერ შეხედულებებს, რომლებიც მალევე თავად იცვლებიან...

აქვე ვიტყვი, თავისთავად რეპროდუქციის უნარი არაფერს ნიშნავს. არაფრითაა ნაკლები თქვენგან ის, ვისაც ეს უნარი დაკარგული აქვს. Чужих детей не быват...

მინდა შემოგთავაზოთ, დავეხმაროთ დღეს თითო გაჭირვებულ დედას მაინც, ვისაც რით შეგვიძლია, დავეხმაროთ ძვირფასი შვილების გადარჩენაში. ჩემს ფბ გვერდზე პატარა, დატანჯული მიხეილ სხვიტარიძის ფოტო და ანგარიშის ნომერი დევს, გავახაროთ ამ დღეს მისი უბედური დედიკო

წინასწარ მადლობა. თავი მოგაბეზრეთ ალბათ...მრავალს დაესწარით...“ - წერდა ცოტნე გამსახურდია წლების წინ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა