ლეგენდარული მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე გარდაიცვალა
ლეგენდარული მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის შვილის, ნინო სალუქვაძის პირადი მწვრთნელი იყო.
ვახტანგ სალუქვაძე იყო სსრკ ჩემპიონი პირად პირველობაში (1967) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1962, 66, 68, 70, 72), სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ასპარეზობაში, II და IV სპარტაკიადების მესამე პრიზიორი გუნდურში (1959, 67). ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის მამა და მწვრთნელი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.