თეგებით ძიება
04. 03. 2024 მსოფლიო

ოდე­სა­ში, რუ­სე­თის არ­მი­ის თავ­დას­ხმის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ, კი­დევ ორი ​​ბავ­შვის ცხე­და­რი იპო­ვეს

ოდე­სა­ში, რუ­სე­თის არ­მი­ის თავ­დას­ხმის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ, კი­დევ ორი ​​ბავ­შვის ცხე­და­რი იპო­ვეს, - ამის შე­სა­ხებ ოდე­სის სა­ოლ­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ოლეგ კი­პერ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­და. და­ღუ­პუ­ლია 12 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 5 ბავ­შვი. რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მსხვერ­პლე­ბი 4 და 7 თვის ჩვი­ლე­ბი არი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა 2 მარ­ტის ღა­მეს ოდე­სას დრო­ნე­ბით შე­უ­ტი­ეს. ერთ-ერთი დრო­ნი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუსს და­ე­ჯა­ხა. ოდე­სა­ში 3 მარ­ტი გლო­ვის დღედ იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა