„გილოცავ იუბილეს, იფარფატე ზეცაში ანგელოზებთან ერთად.. დედიკოს დედის დღე მიულოცე“ – ნერგეეთის მეწყერს შეწირული გოგო 20 წლის გახდებოდა
7 თებერვალს, იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გარდაცვლილებს შორის იყო ნია რობაქიძე, რომელიც მაშველებმა მეწყერში მოყოლილი სახლის ნანგრევებში ასევე გარდაცვლილ დედასთან ერთად იპოვეს.
„რთულია მასზე წარსულში საუბარი, სტიპენდიანტი იყო, გამორჩეული სტუდენტი, უშუალო და პოზიტიური“ – ცნობილია ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლისას დაღუპული 20 წლის ახალგაზრდის ვინაობა
ნია რობაქიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ის 2 მარტს 20 წლის გახდებოდა.
ტრაგიკულად გარდაცვლილ ნია რობაქიძეს მეგობრები და ნათესავები სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს უძღვნიან:
„გილოცავ ბიძი 20 წლის იუბილეს, იფარფატე ზეცაში ანგელოზებთან ერთად… შენს დედიკოს დედის დღე მიულოცე. მენატრებით, ჩემი გული და სული თქვენთანაა… შეხვედრამდე ჩემო კეთილებო“, – მიმართავს ნია რობაქიძეს მოქალაქე.
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ფერია ანგელოზო. მიყვარხარ. ახლა იმ სამყაროში იცქრიალე და დაატკბე შენით ანგელოზები… შენ ყველგან ყველას მონუსხავ და მოხიბლავ ვიცი, ჩემს გულში ხარ მარადჟამს“, – წერს სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი.