თეგებით ძიება
04. 03. 2024 მსოფლიო

სომხური მხარის მიერ განთავსებული ნაღმის აფეთქების შედეგად მწყემსი დაშავდა

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, აღდამის რაიონში მცხოვრები 29 წლის მწყემსი საქონელს აძოვებდა, როცა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა და ორივე ფეხი დაუზიანდა.

ახალგაზრდა კაცი რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს და, გამოცემა Кавказский Узел-ის ინფორმაციით, ოპერაცია ჩაუტარეს. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა.

აზერბაიჯანული მხარე სომხეთს ადანაშაულებს, რომ საომარი ვითარების დროს მათ მიერ განთავსებული მინების ზუსტ რუკებს არ აწვდის.

„სომხეთის მიერ განთავსებული სახმელეთო ნაღმები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“. - წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ საბრძოლო ზონებში განთავსებულ ნაღმებზე აზერბაიჯანის 346 მოქალაქე აფეთქდა. როგორც Кавказский Узел-ს აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა უთხრა, ჯამში დაიღუპა 65 ადამიანი, მათ შორის 50 მშვიდობიანი მოქალაქე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა