უკრაინას ევროკავშირში ომში გამარჯვების შემდეგ მიიღებენ - დენის შმიგალი
უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი მიიჩნევს, რომ უკრაინა ომის დასრულების შემდეგ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას და საშინაო დავალებას ორ წელიწადში დაასრულებს.
შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინა ძალიან სწრაფად მიიწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
"დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჩვენი გამარჯვებისთანავე იქნება მიღებული. არ მჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინის საშინაო დავალების შესასრულებლად სხვა ფორმალობებს დაელოდება. ჩვენ ამას გავაკეთებთ - ეჭვგარეშეა. მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინა ჩვენი გამარჯვებისთანავე, ამ ომის დასრულების შემდეგ, გახდება ევროკავშირის წევრი. საშინაო დავალებას ორ წელიწადში დავასრულებთ", - დასძინა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.