მე ძალიან მიყვარს ცხოველები, ძალიან. ასევე მესმის მათი, ვინც უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს ქუჩის ცხოველების გამო - ნიკა გვარამია
„მთავაი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიუსაფარი ცხოველების შესახებ წერს:
მიუსაფარი ცხოველების (ძაღლების გარდა კატებიც არიან, სხვათა შორის) პრობლემა ყველა სოციოლოგიური კვლევით ერთერთი პრიორიტეტულია ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც თბილისში, ისე რეგიონებშიც.
მე ძალიან მიყვარს ცხოველები, ძალიან. ასევე მესმის მათი, ვინც უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს ქუჩის ცხოველების გამო. მოკლედ, გადასაწყვეტია ეს პრობლემა და ფართო და ჩაღრმავებითი დისკუსიაა დასაწყები - წერს გვარამია.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტს ოთხივე კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.