ორბანი ტრამპს 8 მარტს, ფლორიდაში შეხვდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს 8 მარტს ფლორიდაში შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამასთან, რამდენიმე კვირის წინ ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით აღნიშნა:
„იმედი გვაქვს, ამჟამინდელი პრეზიდენტი წავა, ტრამპი დაბრუნდება და ექნება შესაძლებლობა, დაამყაროს მშვიდობა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.