თეგებით ძიება
04. 03. 2024 მსოფლიო

დიდი გამარჯვება ამერიკისთვის - ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიესალმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

"დიდი გამარჯვება ამერიკისთვის!" - დაწერა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის შესახებ გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე, ტრამპს არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის ხვალინდელ პრაიმერიზში მონაწილეობის მიღება შეეძლება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა