თეგებით ძიება

საქართველოში ონკოპაციენტებს, თურმე, გაურკვეველი წარმოშობის მედიკამენტებს უწერდნენ და ასმევდნენ - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილს ეხმაურება, რომელიც მოგვიანებით ყოფილი მინისტრის გვერდიდან წაიშალა.

"ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი წერს, რომ ქვეყანაში შემოდიოდა არარეგისტრირებული, გაურკვეველი წარმოშობის ონკოლოგიური მედიკამენტები და ამ წამლებს გამოსაყენებლად უწერდნენ პაციენტებს. არ მოგესმათ, ზუსტად ასეა. საქართველოში ონკოპაციენტებს, თურმე, გაურკვეველი წარმოშობის მედიკამეტნებს უწერდნენ და ასმევდნენ. ეს კი, იცოდა სახელმწიფომ, იცოდა ჯანდაცვის სამინისტრომ, იცოდნენ ქვეყნის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა.

რას ერჩით ხალხს, ისედაც დატანჯულ და გაუბედურებულ ხალხს, როგორ იმეტებთ ასე?!" - წერს ირმა ინაშვილი.

ზურაბ აზარაშვილის წერილი ნახეთ აქ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა