თეგებით ძიება

სად ცხოვრობს სამი წლის ბიჭი, რომელსაც წელიწადზე მეტია, საჭმელი არ უჭამია?

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა სამი წლის ბიჭმა კვებითი აშლილობის გამო ჭამა შეწყვიტა. ინფორმაციას Liverpool Echo ავრცელებს.

აუტისტმა ბიჭუნამ, სახელად ოლივერმა, ჭამა ორი წლის ასაკში შეწყვიტა. ოლივერს  საკვები იმდენად აშინებდა, რომ მისი არათუ ჭამა, დანახვა და შეხებაც კი არ შეეძლო. შეშინებულმა მშობლებმა დახმარებისთვის ექიმებს მიმართეს. გამოკვლევების შედეგად ბიჭს შერჩევითი კვებითი აშლილობა დაუდგინდა (ARFD). ამ ტიპის კვებითი აშლილობის დროს ადამიანი ერიდება  საკვებს მისი ფერის, ზომის, სუნის, გემოს, ტექსტურის ან წარსული უარყოფითი გამოცდილების გამო.

საბოლოოს ექიმებს ოლივერისთვის სპეციალური მილის დამონტაჟება მოუწიათ, საიდანაც ის  წელიწადნახევარია საკვებს და წყალს იღებს.  „ბევრი ამბობდა, რომ ოლივერი ჭამას მაშინვე დაწყებდა, როგორც კი მოშივდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ის ფაქტობრივად შიმშილით თავს იკლავდა“ - ამბობს ოლივერის დედა. ბიჭუნას მშობლებს სურთ შვილის იშვიათი დიაგნოზი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს, ამიტომ ოლივერის ამბავი პრესას გაუზიარეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა