ათენიდან ქუთაისში გამოფრენილი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაჯდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ყველა მიმართულებით, რამდენიმე საათით გადაიდო.
მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განათების მწყობრიდან გამოსვლა გახდა. განათების შეკეთება ამ წუთებში მიმდინარეობს.
ფორმულას ინფორმაციით, ასაფრენ მზადყოფნაში მყოფი ქუთაისი - აბუ დაბის რეისიდან მგზავრები ჩამოსვეს.
ქუთაისი-ლარნაკას რეისის ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ხსენებული მიზეზის გამო მათი რეისიც, 2 საათით გადაიდო.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ათენი-ქუთაისის რეისიც აღნიშნული პრობლემის გამო თბილისში დაეშვა.