ეს ბაბუა მე გუშინ ბათუმიდან მომავლმა ლანჩხუთის ტერიტორიაზე ვნახე - რას წერს გოდერძი შარაშია დაკარგულ მოხუცზე?
ლანჩხუთში ოჯახი 91 წლის ოთარი შაინიძეს ეძებს - ახლობლების ინფორმაციით,მოხუცი სახლიდან შაბათს, 2 მარტს, საღამოს საათებში გავიდა და მას შემდეგ არაფერი სმენიათ.
ეს ბაბუა მე გუშინ ბათუმიდან მომავლმა ლანჩხუთის ტერიტორიაზე ვნახე - ამის შესახებ ჟურნალისტი გოდერში შარაშია სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს ამ 91 წლის ბაბუაზე გავრცელდა ამბავი, რომ სამი დღეა ეძებენ. ეს ბაბუა მე გუშინ ბათუმიდან მომავლმა ლანჩხუთის ტერიტორიაზე ვნახე. გზა ამერია და მასთან გავაჩერე. ცოტა გაურკვევლად მიპასუხა. მადლობა ვუთხარი და დავემშვიდობე. ახლა ამბავი რომ გავიგე მითითებულ ნომერზე ოჯახს დავურეკე და შევატყობინე. სასწაული ოპერატოიულობით მუშაობს ლანჩხუთის პოლიცია. ყველა დეტალი გამომკითხეს, ყველაფერი სიზუსტით ჩაიწერეს. ყოველ ათ წუთში ამოწმებენ ინფორმაციას. ლოკაციების ფოტოები გამომიგზავნეს-დააზუსტეს ყველაფერი. ცალკე შვილიშვილები მირეკავენ. მინდა იპოვონ და ჯანმრთელი დაიბრუნონ“ - წერს გოდერძი შარაშია.