"რუსი იყო მთვრალი, ქართველი გამოესარჩლა და ტელეფონით გაუხეთქა შუბლი“ - რატომ იჩხუბეს მგზავრებმა თვითმფრინავში, რომელიც ავარიულად დაეშვა?
მგზავრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, ავიაკომპანია "ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად 4 მარტს დაეშვა.
დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც, რუსეთის მოქალაქემ ფიზიკური დაზიანებები მიიღო. თვითმფრინავი სწორედ ამის გამო, სასწრაფოდ, რუმინეთში დაეშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.
"ჩემი მეგობარი მგზავრობს აღნიშნული რეისით, როგორც მითხრა, რუსი იყო მთვრალი, რომელიც იგინებოდა და მანდვე მჯდომ გოგოს ავიწროებდა. ქართველი გამოესარჩლა და ტელეფონით გაუხეთქა შუბლი, ჩხუბის და ალიაქოთის გამო დროებით ავარიულად დაეშვა რუმინეთში თვითმფრინავი, ქართველები და რუსიც ჩაიყვანეს. ესა ზუსტი ინფო“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
„ბორტზე ჩხუბი ვისაც ნორმალურად მიგაჩნიათ, რა ვიცი ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა, შეგნება უნდა გაგაჩნდეს ადამიანს... შენს გარდა ამდენი ადამიანი მგზავრობს და დისკომფორტი არ უნდა შეუქმნა სხვას“, - წერენ კომენტარებში.