თეგებით ძიება

საფრანგეთში აბორტი ქალის კონსტიტუციურ უფლებად სცნეს

 გუშინ საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ქალის აბორტის უფლება კონსტიტუციით გაამყარა. კრიტიკისა და წინააღმდეგობის მიუხედავად საფრანგეთის პარლამენტმა 780 ხმით 22-ს წინააღმდეგ ცვლილებები მიიღო. BBC-ს ცნობით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილებას “საფრანგეთის სიამაყე” უწოდა.

 ცნობისთვის აბორტი საფრანგეთში 1975 წლიდან ლეგალურია. ბოლო წლებია აღნიშნულ საკითხზე დისკუსია კვლავ აქტუალური გახდა დასავლურ სამყაროში. 2022 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური გარანტია გააუქმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა