თეგებით ძიება
05. 03. 2024 მსოფლიო

ბავშვები შიმშილით იღუპებიან ჩრდილოეთ ღაზაში - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბავშვები შიმშილით იღუპებიან ჩრდილოეთ ღაზაში.

ტედროს გებრეიესუსმა თქვა, რომ სააგენტო ოქტომბრის დასაწყისის შემდეგ ამ შაბათ-კვირას პირველად ეწვია ორ საავადმყოფოს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა, რომ საკვების ნაკლებობამ გამოიწვია 10 ბავშვის დაღუპვა და რომ საავადმყოფოების შენობები დანგრეულია.

"ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში კვირას ამბობდა, რომ სულ მცირე 15 ბავშვი გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების შედეგად კამალ ადვანის საავადმყოფოში.

მეთექვსმეტე ბავშვი გარდაიცვალა კვირას სამხრეთ ქალაქ რაფაჰში მდებარე საავადმყოფოში, იტყობინება ორშაბათს პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Wafa.

გებრეიესუსმა განაცხადა, რომ "არასრულფასოვანი კვების მძიმე დონე, შიმშილით დაღუპული ბავშვები, საწვავის, საკვებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სერიოზული დეფიციტი, დანგრეულია საავადმყოფოების შენობები" ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც დაახლოებით 300 000 ადამიანი ცხოვრობს მცირე ოდენობის საკვებით ან სუფთა წყლით. 

"საკვების ნაკლებობამ გამოიწვია 10 ბავშვის სიკვდილი", - დაწერა მან X-ზე.

გაეროს დახმარების ფონდის მაღალჩინოსანმა თქვ, რომ სულ მცირე 576 000 ადამიანი ღაზას სექტორში - მოსახლეობის მეოთხედი - განიცდის სასურსათო დაუცველობის კატასტროფულ დონეს და ჩრდილოეთ ნაწილში ორ წლამდე ასაკის მეექვსე ბავშვი განიცდის მწვავე არასრულფასოვნებას.

Unicef-ის რეგიონალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ "ბავშვთა სიკვდილი, რისიც გვეშინოდა, აქ არის, რადგან არასწორი კვება ანადგურებს ღაზას სექტორს".

"ეს ტრაგიკული და შემზარავი სიკვდილი არის ადამიანის მიერ შექმნილი, პროგნოზირებადი და სრულიად თავიდან აცილებადი", - თქვა მან კვირას გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა