თეგებით ძიება

კორპუსი ძალიან ძლიერ რყევებს განიცდის, ყაზბეგის გამზირზე მცხოვრებლები მშენებლობას აპროტესტებენ

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მცხოვრებლები ადგილზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. ყაზბეგის 34 ნომერთან, სადაც ადრე საბავშვო ბაღი იყო, ზაფხულში შენობის დემონტაჟის შემდეგ ადგილზე კორპუსის მშენებლობა დაიწყეს. თავდაპირველად იქ განთავსებულ საინფორმაციო ბანერზე მითითებული იყო, რომ კორპუსი 8-სართულიანი უნდა ყოფილიყო, დამკვეთი კი "ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი იყო. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოგვიანებით ეს აბრა აიღეს და დამკვეთიც, სავარაუდოდ, შეიცვალა. 

მათი თქმით, მიმდებარედ დაიბზარა მიწა, კორპუსს აქვს რყევები და ეშინიათ, რომ იქ ცხოვრება უსაფრთხო აღარაა.

"ყაზბეგის 32ა-ში ცხოვრება უკვე საფრთხისშემცველია, იმიტომ, რომ მაღალი კორპუსები, მე მე-14 სართულზე ვცხოვრობ, ძალიან ძლიერ რყევებს განიცდის. პროცესი დაწყებულია 2023 წლის შემოდგომიდან. [...] დოკუმენტებს გავეცანი, ერთადერთი სეისმური დასკვნა არის, რომ ეს მშენებლობა ჩვენი კორპუსიდან 7 მეტრით არის დაშორებული და მიმდინარე მშენებლობას ამ კორპუსის საძირკველზე შესაძლოა გავლენა არ ჰქონდეს, სიტყვა შესაძლოა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ამბობს, რომ სხვა დამოუკიდებელი, სანდრო დასკვნა საქმეში არაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა