6 წლის ბიჭი, რომელიც შიმშილით გარდაიცვალა, მამამ წყალში გადააგდო, რადგან ნავს ამძიმებდა - სად მოხდა შემთხვევა?
სირიიდან 20 თებერვალს გამოსული ნავი 8 დღის მანძილზე ურთულეს პირობებში მოცურავდა, მათ საკვები და სასმელი გაუთავდათ.
მიგრანტები კვიპროსის პოლიციამ იპოვა.
ერთ-ერთ ოჯახს ნავზე თავდაპირველად 4 ბავშვი ჰყავდა, მაგრამ პოლიციამ მხოლოდ 3 მათგანი აღმოაჩინა.
ბავშვების მამის თქმით, 6 წლის ბიჭი უკიდურესად მძიმე პირობების გამო, შიმშილითა და ტანჯვით გარდაიცვალა და გამომდინარე იქიდან, რომ ნავს ამძიმებდა და სხვა გზა არ ჰქონდათ, მან ცხედარი წყალში გადააგდო.