გახეთქილი მილის გამო გამოძახებულმა მუშებმა 7 წლის წინ გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვეს - ნახეთ, სად მოხდა შემთხვევა
სანქტ-პეტერბურგის მაღალსართულიან კორპუსში წყალდიდობამ 7 წლის მუმიის პოვნაში დაეხმარა.
მამაკაცის ცხედარი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ბინაში შვიდი წლის განმავლობაში იწვა და მუმიად იქცა.
სანქტ-პეტერბურგში კომუნალურმა თანამშრომლებმა გახეთქილი გამო ერთ-ერთი ბინა გახსნეს და ოთახში მოხუცის მუმია იპოვეს. ამის შესახებ 78.ru წერს.
ბინის მეპატრონე შვიდი წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ კარ-ფანჯრები დაკეტილი იყო, ამიტომ ცხედრის სუნი არცერთ მეზობელს არ უგრძნია. მოსახლეობამ მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ საფოსტო ყუთში უამრავი წერილი და ქვითარი დაგროვდა. შემდეგ კი კომუნალურმა მუშაკებმა გააღეს კარი, რადგან იყო პრეტენზია წყლის გაჟონვის შესახებ. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.