თეგებით ძიება

"მერამდენე საჩივარი უნდა დავწერო, რომ ეს არსება გონს მოეგოს... შევხვდებით პოლიციაში“ - რას წერს თაკო ტაბატაძე?

მსახიობი და მოდელი, თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური სტატიები გავრცელდა. 

მისი თქმით, ერთ-ერთი სტატიის ავტორს მისწერა, რომ ინფორმაცია წაეშალა, თუმცა სანაცვლოდ შეურაცხმყოფელი რეპლიკები და დამცირება მიიღო.

"ჩემი სამუშაო დღე დაიწყო დილის 7 საათზე გადაღებით, შემდეგ სამსახური.. და ასეთი დატვირთული დღის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში საჩივრების წერა რომ არ დამეზარა ალბათ წარმოგიდგენიათ როგორ შევწუხდი… 

ბოლო რამდენიმე დღეა ახალი ტალღა აგორდა ჩემ მიმართ ცილისმწამებლური, შეთითხნილი, სტატიების, რომელიც აშკარად ემსახურება ჩემი რეპუტაციის შელახვას!

ერთ-ერთი საიტის მფლობელს დავუკავშირდი და მოვთხოვე ამ მავნებლური სტატიის აღება და პასუხად საშინელი სიტყვიარი შეურაცხყოფა და დამცირება მივიღე!!!

დღეიდან არც ერთ ასეთ მავნებელს არ დავტოვებ რეაგირების გარეშე! არ დამეზარება, ყოველ დღეც, რომ დამჭირდეს პოლიციის განყოფილებაში სიარული საკუთარი ღირსების დასაცავად!!!!! იცნობდეთ დავით საიტთა მპყრობელ,ქალთ მოძულე მრისხველ-დამამცირებელს..", - წერს მსახიობი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა