U2-ს სოლისტმა კონცერტზე მსმენელებს მოუწოდა, იულია ნავალნაიასთვის სიმღერა შეასრულონ
U2-ს სოლისტმა ბონომ ლას-ვეგასში კონცერტის დროს აუდიტორიას მოუწოდა, იულია ნავალნაიასთვის სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღონ.
"იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რაღაც განსაკუთრებული ჩავწეროთ ალექსეი ნავალნის ქვრივისთვის, იულიასთვის. ვინც აგრძელებს ვლადიმირ პუტინთან ბრძოლას რუსეთის თავისუფლებისთვის. სწორედ ეს გვსურს რუსი ხალხისთვის", - თქვა ბონომ.
საუბარია Crowded House-ის სიმღერის "Donʼt Dream Itʼs Over-ის" ახალ ვერსიაზე, რომელიც, როგორც ბონომ თქვა, ავტორმა ნილ ფინმა გაუგზავნა და თქვა, რომ ჯგუფს მისი შეხედულებისამებრ გამოყენება შეუძლია. ბონომ აღნიშნა, რომ მსმენელს შეუძლია ახალი ვერსიის ჩაწერაში მიიღოს მონაწილეობა და ის იულიას მიუძღვნას.
17 თებერვალს Sphere არენაზე U2-ს კონცერტების სერიის დროს ბონომ სცენიდან ალექსეი ნავალნის სიკვდილზე ისაუბრა და შემდეგ ჯგუფმა "Donʼt Dream Itʼs Over" შეასრულა. დარბაზი სკანდირებდა ალექსეი ნავალნის სახელს სკანდირებდა.